გააფართოვე გადახდების ქსელი CityPay-სთან ერთად

მიეცი მერჩანტებს ციფრული აქტივების მხარდაჭერის შესაძლებლობა - ერთი API ინტეგრაციით, არსებული მეთოდების პარალელურად.

ინიციალიზაცია

სანდო პარტნიორობა. გაფართოვებული შესაძლებლობები.

გადახდის სერვის პროვაიდერები, რომლებიც CityPay-სთან ერთად ქმნიან მომავლის საგადახდო გამოცდილებას.

Keepz

Keepz

ერთიანი საგადახდო ეკოსისტემა ონლაინ და ფიზიკური ლოკაციებისთვის - ციფრული აქტივების მხარდაჭერით.

ეწვიეkeepz.me-ს
Money movers

Money Movers

მოსახერხებელი ციფრული ფინანსური სერვისები, რომლებიც ამარტივებს ყოველდღიურ გადახდებსა და გადარიცხვებს.

ეწვიეMoney Movers-ს

გახდი ჩვენი შემდეგი პარტნიორი

CityPay-სთან ერთად შესთავაზეთ თქვენს მერჩანტებს გადახდის ახალი შესაძლებლობები.

დაგვიკავშირდი

შენი ქსელი. ჩვენი ინფრასტრუქტურა.

დაამატე ციფრული აქტივების მიღება შენს მერჩანტებთან CityPay-ს API-ით. გააფართოვე საგადახდო არჩევანი შენი არსებული პროცესების ან კლიენტებთან ურთიერთობის შეცვლის გარეშე.

რას გთავაზობთ

  • ტექნოლოგია შენს ქსელში ციფრული აქტივებით ანგარიშსწორებისთვის.
  • API ინტეგრაცია და სრული ტექნიკური დოკუმენტაცია.

რას მართავთ თქვენ

  • მერჩანტების დამატებასა და ანგარიშების მართვას.
  • კლიენტებთან ურთიერთობასა და ფიატში ანგარიშსწორების პროცესებს.
გახდი პარტნიორი

ინტეგრაციიდან ანგარიშსწორებამდე

CityPay აძლევს PSP-ებს შესაძლებლობას, გააფართოვონ საგადახდო არჩევანი ციფრული აქტივების მიღებით - ერთი API ინტეგრაციით.

დეველოპერი CityPay API-ის ინტეგრაციისას
დეველოპერი CityPay API-ის ინტეგრაციისას

01. ინტეგრაცია

დააკავშირე შენი საგადახდო ინფრასტრუქტურა CityPay-ს API-სთან.

ონლაინ მყიდველი ჩართული გადახდის მეთოდებით

02. მერჩანტების გააქტიურება

მიეცი შენს მერჩანტებს შესაძლებლობა, ვებსაიტზე დაამატონ ციფრული აქტივებით ანგარიშსწორების მეთოდი.

მომხმარებელი კრიპტოგადახდის QR კოდს ასკანერებს

03. გადახდის პროცესი

მომხმარებელი ირჩევს ციფრულ აქტივებს და იხდის ფიატ ვალუტაში მითითებულ პროდუქტის ღირებულებას.

ბიზნესის დაფა მერჩანტთან ანგარიშსწორებისთვის

04. კონვერტაცია და ანგარიშსწორება

CityPay ახდენს მიღებული ციფრული აქტივების ფიატში კონვერტაციას და გადარიცხავს PSP-სთან, ხოლო PSP უზრუნველყოფს მერჩანტთან საბოლოო ანგარიშსწორებას.

გლობალური პარტნიორების ეკოსისტემა

დაფუძნებულია სანდო პარტნიორობასა და სტრატეგიულ თანამშრომლობაზე

ხშირად დასმული კითხვები

CityPay განიხილავს თანამშრომლობას სხვადასხვა სფეროში მოქმედ კომპანიებთან, რომლებსაც სურთ თავიანთი მომხმარებლებისთვის CityPay-ის სერვისებზე წვდომის შეთავაზება ან შესაბამისი გადაწყვეტილებების საკუთარ პროდუქტებში ინტეგრირება. თანამშრომლობის შესაძლებლობა განისაზღვრება კომპანიის საქმიანობის, ტექნიკური საჭიროებებისა და ბიზნესმოდელის გათვალისწინებით.

CityPay-სთან B2B თანამშრომლობით დაინტერესებულ კომპანიებს შეუძლიათ დაგვიკავშირდნენ და გაგვიზიარონ ინფორმაცია საკუთარი საქმიანობისა და თანამშრომლობის მიზნების შესახებ. ჩვენი გუნდი განიხილავს შემოთავაზებას და საჭიროების შემთხვევაში შეათანხმებს პარტნიორობის მოდელს, ტექნიკური ინტეგრაციის პროცესსა და კომერციულ პირობებს.

CityPay პარტნიორებს API-ინტეგრაციისთვის საჭირო ინფორმაციასა და მხარდაჭერას სთავაზობს. ინტეგრაციის პროცესი უზრუნველყოფს პარტნიორის სისტემების CityPay-თან დაკავშირებას, რათა მათ საკუთარ მომხმარებლებს საგადახდო სერვისები შესთავაზონ.

CityPay მიღებულ ვირტუალურ აქტივებს ეროვნულ ვალუტაში აკონვერტებს და ანგარიშსწორების პროცესს საგადახდო მომსახურების პროვაიდერის (PSP) მეშვეობით უზრუნველყოფს. თავის მხრივ, PSP თანხას მერჩანტს შეთანხმებული პირობების შესაბამისად ურიცხავს.

CityPay პარტნიორებს სთავაზობს საიმედო გადაწყვეტას ვირტუალური აქტივებით გადახდების მისაღებად, რაც მოიცავს API-ინტეგრაციას, სრულ ტექნიკურ დოკუმენტაციას, ტრანზაქციების გამარტივებულ მართვასა და მხარდაჭერას ინტეგრაციისა და ანგარიშსწორების მთელ პროცესში.