მამაკაცი CityPay-ის საფულეს ლეპტოპზე მართავს
Bitcoin0.0013 BTC

ყველაფერი შენი
ციფრული აქტივებისთვის.

მართე, გადარიცხე და გამოიყენე კრიპტო და ფიატი - სწრაფად და მარტივად.

შექმენი შენი საფულე

მართე შენი ციფრული აქტივები მარტივად

ისარგებლე კრიპტოსა და ფიატის შენახვით, გადარიცხვებითა და კონვერტაციით - ერთ ეკოსისტემაში.

შეინახე კრიპტოაქტივები

შეინახე Bitcoin, Tether, Litecoin და სხვა მხარდაჭერილი კრიპტოვალუტები ერთ სივრცეში და ისარგებლე მათზე მარტივი წვდომით.

შეინახე კრიპტო

ჩემი საფულე

Bitcoin0.013 BTC
Litecoin1.00 LTC
Tether100.00 USDT

შემოიტანე და გაიტანე ფიატი მარტივად

შეავსე ბალანსი, დააკონვერტირე თანხა სასურველ კრიპტოვალუტაში ან პირიქით და გაიტანე თანხა ეროვნულ ან უცხოურ ვალუტაში - სწრაფად და მარტივად.

შემოიტანე და გაიტანე
GELGELX
ბანკი
Citypay-ის საფულე

მყისიერი კრიპტო გადარიცხვები

გაგზავნე და მიიღე კრიპტო როგორც CityPay-ის შიდა სისტემაში, ისე ნებისმიერ გარე საფულეზე - სწრაფად და უსაფრთხოდ.

გაგზავნე და მიიღე

პორტფელის ბალანსი

9 636.00 GEL

გაგზავნამიღება

მიღება

გაგზავნა

0.13 BTC

დააკონვერტირე კრიპტო წამებში

გადაცვალე ციფრული აქტივები სასურველ კრიპტოვალუტაში ან ტოკენიზებულ ლარსა და დოლარში - მარტივად, ერთ სივრცეში.

დააკონვერტირე კრიპტო

დააკონვერტირე კრიპტო

დან1.00BTC
ში84 067.57USDT
კონვერტირებულია

რატომ უნდა აირჩიო CityPay Wallet?

  • გლობალური გამოცდილება და ლიცენზირებული სერვისები

    CityPay ოპერირებს საერთაშორისო ბაზრებზე, მოქმედი მარეგულირებელი სტანდარტების სრული დაცვით. საქართველოში კომპანია ლიცენზირებულია საქართველოს ეროვნული ბანკის მიერ.

  • უსაფრთხოება, რომელსაც ენდობი

    შენი აქტივებისა და პერსონალური მონაცემების დაცვა ჩვენი პრიორიტეტია. CityPay აერთიანებს თანამედროვე უსაფრთხოების სისტემებსა და მრავალდონიან დაცვას შენი ფინანსური ოპერაციების უსაფრთხოებისთვის.

  • ყველაფერი იწყება ერთი ანგარიშით

    შექმენი ანგარიში წამებში და მიიღე სრული წვდომა კრიპტოაქტივების მართვის ძირითად ფუნქციებზე - მარტივად და უსაფრთხოდ.

  • ყველა შესაძლებლობა ერთ ეკოსისტემაში

    მართე შენი ფინანსები ერთ სივრცეში - შეინახე, მიიღე, გააგზავნე და დააკონვერტირე კრიპტო ერთი ანგარიშიდან.

  • Bitcoin

    BTC

    77672.02 USD

  • Tether

    USDT

    1.00 USD

  • Litecoin

    LTC

    54.29 USD

მხარდაჭერილიკრიპტო აქტივები

გამოიყენე CityPay-ზე ხელმისაწვდომი კრიპტო აქტივები.

შექმენიCityPay-ის საფულე

ხშირად დასმული კითხვები

CityPay-ის საფულეზე წვდომისთვის საჭიროა რეგისტრაციისა და ვერიფიკაციის პროცესის გავლა. რეგისტრაციისთვის მიუთითეთ მოქმედი ელ.ფოსტის მისამართი, შექმენით უსაფრთხო პაროლი და დაადასტურეთ ელ.ფოსტის მისამართი ვერიფიკაციის ბმულზე გადასვლით. ელ.ფოსტის მისამართის დადასტურების შემდეგ დაიწყება ვერიფიკაციის პროცესი, რომელიც ხორციელდება Identomat-ის მეშვეობით. პროცესის ფარგლებში საჭიროა პირადობის მოწმობის ან პასპორტის წარდგენა, სახის ამოცნობის პროცედურის გავლა და KYC კითხვარის შევსება. ვერიფიკაციის განაცხადის წარმატებით დასრულების შემდეგ ის გადაეგზავნება CityPay-ს განსახილველად. ვერიფიკაციის სტატუსის შესახებ ინფორმაციას მიიღებთ შეტყობინების სახით.

CityPay-ის ბალანსის შესავსებად აირჩიეთ სასურველი GELX ან USDX საფულე და დააჭირეთ „დეპოზიტის“ ღილაკს. მიუთითეთ სასურველი თანხა და დააჭირეთ „გადახდას“. გადახდის გვერდზე აირჩიეთ Apple Pay ან Google Pay და დაასრულეთ გადახდის პროცესი. ვალუტაში შეტანილი თანხა, ლარი ან აშშ დოლარი, თქვენს ბალანსზე აისახება შესაბამისი სტაბილური ტოკენის სახით - GELX ან USDX, ფიქსირებული 1:1 გაცვლითი კურსით.

CityPay საშუალებას გაძლევთ შექმნათ საფულე კრიპტოვალუტაში და გამოიყენოთ ეს საფულე კრიპტოვალუტის მისაღებად და გადასარიცხად. კრიპტოვალუტის გაგზავნის ან მიღებისთვის უნდა შეხვიდეთ თქვენს ანგარიშზე და აირჩიოთ გვერდი „ჩემი საფულე“. კრიპტოს გადასარიცხად შეავსეთ თანხის და მისამართის ველი, ასევე დარწმუნდით, რომ თქვენს საფულეზე გაქვთ საკმარისი თანხა. დააჭირეთ გაგზავნას, თუ 2 ფაქტორიანი ავთენტიფიკაცია გაქვთ გააქტიურებული, თქვენ უნდა შეიყვანოთ ერთჯერადი პაროლი ტრანზაქციის დასასრულებლად.

თქვენს საფულეზე თანხების მისაღებად დააჭირეთ ღილაკს „მიღება ჩემს საფულეზე“. დააკოპირეთ მისამართი და გამოიყენეთ იგი თანხების მისაღებად. როდესაც თქვენს საფულეზე მოხდება თანხის მიიღება, ეკრანის მარჯვენა ქვედა კუთხეში გამოჩნდება შეტყობინება.

E-commerce ვებსაიტზე გადახდის პროცესში აირჩიეთ „Crypto“ გადახდის მეთოდი, რის შემდეგაც ავტომატურად გადამისამართდებით CityPay-ის პლატფორმაზე, სადაც უნდა შეიყვანოთ თქვენი ანგარიშის მონაცემები და დაუკავშირდეთ საფულეს. შემდეგ აირჩიეთ სასურველი კრიპტოაქტივი და დააჭირეთ „გაგრძელებას“. გადახდისთვის საჭირო თანხა ავტომატურად ჩამოიჭრება თქვენი კრიპტო ბალანსიდან.

მზად ხარ შემოგვიერთდე?

შექმენი CityPay-ის ანგარიში და მართე შენი ციფრული აქტივები მარტივად.

შემოგვიერთდი