ნაბიჯი 01.
მოითხოვე შეთავაზება
განსაზღვრე სასურველი აქტივები, მოცულობა და კურსი. ჩვენი OTC გუნდი შენს მოთხოვნაზე მორგებულ პირობებს შემოგთავაზებს.
განახორციელე მაღალი მოცულობის კრიპტო გარიგებები მოქნილი პირობებითა და შენზე მორგებული მომსახურებით.

მიიღე ექსკლუზიური კურსი შენთვის სასურველ აქტივსა თუ მოცულობაზე და შეათანხმე გარიგების პირობები უშუალოდ ჩვენს გუნდთან.
ნაბიჯი 01.
განსაზღვრე სასურველი აქტივები, მოცულობა და კურსი. ჩვენი OTC გუნდი შენს მოთხოვნაზე მორგებულ პირობებს შემოგთავაზებს.
ნაბიჯი 02.
ჩვენი OTC გუნდი განიხილავს შენს მოთხოვნას, რის შემდეგაც დაგიდასტურებს პირობებს ან შემოგთავაზებს ალტერნატიულ კურსს.
ნაბიჯი 03.
შენი მოთხოვნა დადასტურებულია OTC გუნდის მიერ. გაეცანი გარიგების შეთანხმებულ პირობებს ტრანზაქციის დეტალებში.
ნაბიჯი 04.
მოთხოვნის დადასტურების შემდეგ, შეთანხმებული თანხა ჩაირიცხება შენს CityPay ბალანსზე.

CityPay-ის საფულეზე წვდომისთვის საჭიროა რეგისტრაციისა და ვერიფიკაციის პროცესის გავლა. რეგისტრაციისთვის მიუთითეთ მოქმედი ელ.ფოსტის მისამართი, შექმენით უსაფრთხო პაროლი და დაადასტურეთ ელ.ფოსტის მისამართი ვერიფიკაციის ბმულზე გადასვლით. ელ.ფოსტის მისამართის დადასტურების შემდეგ დაიწყება ვერიფიკაციის პროცესი, რომელიც ხორციელდება Identomat-ის მეშვეობით. პროცესის ფარგლებში საჭიროა პირადობის მოწმობის ან პასპორტის წარდგენა, სახის ამოცნობის პროცედურის გავლა და KYC კითხვარის შევსება. ვერიფიკაციის განაცხადის წარმატებით დასრულების შემდეგ ის გადაეგზავნება CityPay-ს განსახილველად. ვერიფიკაციის სტატუსის შესახებ ინფორმაციას მიიღებთ შეტყობინების სახით.
CityPay-ის ბალანსის შესავსებად აირჩიეთ სასურველი GELX ან USDX საფულე და დააჭირეთ „დეპოზიტის“ ღილაკს. მიუთითეთ სასურველი თანხა და დააჭირეთ „გადახდას“. გადახდის გვერდზე აირჩიეთ Apple Pay ან Google Pay და დაასრულეთ გადახდის პროცესი. ვალუტაში შეტანილი თანხა, ლარი ან აშშ დოლარი, თქვენს ბალანსზე აისახება შესაბამისი სტაბილური ტოკენის სახით - GELX ან USDX, ფიქსირებული 1:1 გაცვლითი კურსით.
CityPay საშუალებას გაძლევთ შექმნათ საფულე კრიპტოვალუტაში და გამოიყენოთ ეს საფულე კრიპტოვალუტის მისაღებად და გადასარიცხად. კრიპტოვალუტის გაგზავნის ან მიღებისთვის უნდა შეხვიდეთ თქვენს ანგარიშზე და აირჩიოთ გვერდი „ჩემი საფულე“. კრიპტოს გადასარიცხად შეავსეთ თანხის და მისამართის ველი, ასევე დარწმუნდით, რომ თქვენს საფულეზე გაქვთ საკმარისი თანხა. დააჭირეთ გაგზავნას, თუ 2 ფაქტორიანი ავთენტიფიკაცია გაქვთ გააქტიურებული, თქვენ უნდა შეიყვანოთ ერთჯერადი პაროლი ტრანზაქციის დასასრულებლად.
თქვენს საფულეზე თანხების მისაღებად დააჭირეთ ღილაკს „მიღება ჩემს საფულეზე“. დააკოპირეთ მისამართი და გამოიყენეთ იგი თანხების მისაღებად. როდესაც თქვენს საფულეზე მოხდება თანხის მიიღება, ეკრანის მარჯვენა ქვედა კუთხეში გამოჩნდება შეტყობინება.
E-commerce ვებსაიტზე გადახდის პროცესში აირჩიეთ „Crypto“ გადახდის მეთოდი, რის შემდეგაც ავტომატურად გადამისამართდებით CityPay-ის პლატფორმაზე, სადაც უნდა შეიყვანოთ თქვენი ანგარიშის მონაცემები და დაუკავშირდეთ საფულეს. შემდეგ აირჩიეთ სასურველი კრიპტოაქტივი და დააჭირეთ „გაგრძელებას“. გადახდისთვის საჭირო თანხა ავტომატურად ჩამოიჭრება თქვენი კრიპტო ბალანსიდან.
შექმენი CityPay-ის ანგარიში და მართე შენი ციფრული აქტივები მარტივად.